Binuli Club

Binuli Club-ის წევრობის დამადასტურებელი ბარათის შესახებ:

 

ბინული ზრუნავს თავის მომხმარებლებზე, ამიტომაც შეიქმნა განსხვავებული სერვისი – კლუბი ბინული, სადაც ყოველი მომხმარებელი თავს კომფორტულად და გამორჩეეულად იგრძნობს. კლუბის წევრობის დამადასტურებელი კი – Binulicard-ია.

ბარათის დიზაინი წარმოადგენს ყველასათვის საყვარელი მხატვრის – რუსუდან ფეტვიაშვილის შემოქმედებას. ნახატი სპეციალურად ბინულისთვის შეიქმნა.

Binuli card – არის უნიკალური ბარათი, რომელიც წარმოადგენს დაგროვებისა და ფასდაკლების სისტემების ერთობლიობას. ქულების დაგროვება მოხდება შემდეგი ფორმულის მიხედვით: ყოველ მომხმარებელს, თითო შეძენილ ბოცაზე დაერიცხება –  1 ქულა.  ბალანსის შემოწმება შესაძლებელი იქნება ცხელი ხაზის მეშვეობით. ასევე ბარათის მფლობელთა ინფორმირება დაგროვილი ქულებისა და  ფასდაკლების ახალი ობიექტების დამატებასთან დაკავშირებით მოხდება მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება წლის ბოლოს. ყველაზე ბევრი ქულის მფლობელი დასაჩუქრდება 2 კაციანი საგზურით ბინულისგან!

საკლუბო ბარათი-Binulicard-ის მეშვეობით კლუბის წევრები პრივილეგიებით სარგებლობენ სხვადასხვა ობიექტებში, პროდუქციასა და მომსახურეობზე. ობიეტქები განსხვავებული მიმართულების მქონეა. ბარათის მფლობელები შეძლებენ ისარგებლონ ფასდაკლებით როგორც გამაჯანსაღებელ ცენტრებში, სილმაზის სალონებში, კვების ობიექტებში, ავტომომსახურებისა და ავტოსერვისის ცენტრებში, სამშენებლო-სარემონტო მასალების კომპანიებსა და სასტუმროებში.

Binulicard გაძლევთ საშუალებას დალიოთ მინერალების ოპტიმალური რაოდენობის შემცველი მაღალი ხარისხის წყალი, დააგროვოთ ქულები, ისარგებლოთ ფასდაკლებებით სხვადასხვა ობიექტებზე და დაისვენოთ საზღვარგარეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამინათან ერთად!

როდესაც ჩვენ პარტნიორებთან წარადგენთ Binulicardს წარდგენის შემდგომ საერთო დანახარჯს აკლდება ის პროცენტი, რომელიც მოქმედებს იმ კონკრეტულ ობიექტზე.

კლუბისწევრები არ არიან შეზღუდულები:

  • დანახარჯის რაოდენობაში
  • სტუმრების რაოდენობაში
  • ვიზიტების რაოდენობაში
  • ბარათი მოქმედია  ერთი წლის განმავლობაში. ჩვენი კლუბის წევრს ჩამოთვლილი ობიექტებიდან შეუძლია ესტუმროს მისთვის სასურველ ობიექტს და გამოიყენოს საკლუბო ბარათი იმდენჯერ რამდენჯერაც მოისურვებს.
  • ჩამოთვლილ ობიექტებში კლუბის წევრი ყოველთვის იქნება განსხვავებული და სასურველი სტუმარი.
  • ობიექტების შერჩევა ხდება კლუბის წევრების აქტიურობით და მათი სურვილების გათვალისწინებით
  • ნებისმიერი სიახლის შემთხვევაში, კლუბისწევრები ინფორმაციას იღებენ SMS-ებით და ბინულის საიტის მეშვეობით.

ჩვენი კომპანიის მთავარი ამოცანა და საზრუნავია კლუბის წევრების კომფორტი და კმაყოფილება.