|
სასმელი წყალი "ბინული"
კომპანია `სუფთა წყალი~, სასმელ წყალს `ბინული~, მოიპოვებს სოფელ ნატახტარის მიდამოებში. ეს ადგილი კავკასიონის 4-5 ათასი მეტრის სიმაღლის მთებიდან ნაჟური გრუნტის წყლების შემკრებია, ამიტომ ძალიან მდიდარია ბუნებრივი არტეზიული წყლებით. წყლის ამოღება ხდება 100 მეტრის სიღრმიდან.
იმისათვის რომ გამოირიცხოს სასმელ წყალში ზედაპირული გრუნტის წყლების მოხვედრის საშიშროება, ჭაბურღილი 60 მეტრის სიღრმემდეა ჩაბეტონებული.
`ბინული~-ს მოპოვება და ჩამოსხმა ხდება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ურთულესი ტექნოლოგიის გამოყენებით: საწარმოში დამონტაჟებულია უახლესი, საუკეთესო მოდელის ფილტრები, ხოლო სასმელ წყალში არასასურველი ბაქტერიების მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება ფილტრაციის მრავალსაფეხურიანი საშუალებები.
`ბინული~-ს მარკის სასმელი წყლის წარმოებაში და მის მომსახურებაზე დასაქმებულია მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელთა უმრავლესობამ გადამზადება გაიარა ევროპისა და აზიის გამოცდილ ორგანიზაციებში. საწარმოში დაცულია უმკაცრესი სანიტარული ნორმები, რაც აგრეთვე გარანტიაა იმისა, რომ `ბინული~ საუკეთესო ხარისხის იყოს.
|
 |