ბინული l Binuli http://binuli.ge მეტი სიცოცხლე Fri, 12 Jun 2020 00:56:26 +0000 en-US hourly 1 https://wordpress.org/?v=5.4.2 http://binuli.ge/wp-content/uploads/2020/06/cropped-icon-32x32.png ბინული l Binuli http://binuli.ge 32 32 BinuliCare მობილური აპლიკაცია http://binuli.ge/2020/06/12/binulicare-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90/ Fri, 12 Jun 2020 00:54:59 +0000 http://binuli.ge/?p=2028 ბინულის აპლიკაციის დახმარებით დაადგენთ თქვენთვის საჭირო წყლის მიღების დღიურ ნორმას. ყოველი დღის ბოლოს კი შეძლებთ გაიგოთ რა რაოდენობის სითხე მიიღეთ და საკმარისია თუ არა ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის.


 ყველამ ვიცით ან გვსმენია მაინც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წყალი ჩვენი
ჯანმრთელობისთვის. თუ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყალს არ
მივიღებთ, ჩვენი ორგანიზმი დასუსტდება, კანი დაკარგავს ახალგაზრდულ იერს
და სხვადასხვა დაავადების გაჩენის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით.

🥛 ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად და ბალანსის შესანარჩუნებლად,
აუცილებელია ყოველდღიურად 2-3 ლიტრი წყლის მიღება, სწორად შერჩეული
რეჟიმით.

😍 ბინულის აპლიკაციის დახმარებით დაადგენთ თქვენთვის საჭირო წყლის მიღების დღიურ ნორმას. ყოველი დღის ბოლოს კი შეძლებთ გაიგოთ რა რაოდენობის სითხე მიიღეთ და საკმარისია თუ არა ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის.

💦 წყლის საჭირო რაოდენობით მიღების შემდეგ, ადამიანს კეთილმოსურნედ ეცვლება განწყობა, უჩნდება ბედნიერი მომავლის იმედი.

💧 წყაროს წყალი ბინული შეიცავს ყველა იმ ქიმიურ ელემენტს, რომელიც აუცილებელია თქვენი ორგანიზმისთვის და ოფიციალურად არის რეკომენდირებული ბავშვთა კვებაში.

ბინული – 🌞 მეტი სიცოცხლე, 🌊 მეტი წყალი!

]]>
დისპენსერის მოხმარების ინსტრუქცია http://binuli.ge/2020/06/12/%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ae%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%98/ Fri, 12 Jun 2020 00:30:10 +0000 http://binuli.ge/?p=2020
  • დადგით სწორ ზედაპირზე კედლიდან 20-25 სანტიმეტრის დაშორებით;
  • იზრუნეთ მიმდებარე არეალის სისუფთავეზე;
  • სასაურველია აპარტი დაიდაგს დენის წყაროსთან ახლოს;
  • მოარიდეთ ბოცა და აპარატი პირდაპირი მზის სხივის ზემოქმედებას;
  • გამორთეთ აპარტი, როდესაც ბოცა დაცარიელდება;
  • ბოცის გამოცვლის შემთხვევაში არ დატოვოთ ავზი თავმოხდილი, ბოცის შეცვლა უნდა განახორციელოთ დაუყონებლივ;
  • ბოცის დადგმიდან 20 წუთის განმავლობაში, აპარტის გამოყენება არასასურველია;
  • რეგულარულად გაწმინდეთ აპარატი გარედან;
  • ]]>
    წყლის თვისებები http://binuli.ge/2020/06/11/%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/ Thu, 11 Jun 2020 12:43:07 +0000 http://binuli.ge/?p=1964 წყალი ერთ-ერთი ელემენტია იმ ოთხთაგან (მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი), რისგანაც შედგება სამყარო. ჩვენი პლანეტის თითქმის 2/3 წყალს უჭირავს. რაც შეეხება ადამიანის ორგანიზმში წყლის რაოდენობას, მოზრდილებში იგი აღემატება 60%-ს, ხოლო მოზარდებში – 70%-ს. ამის გამოა, რომ უწყლოდ ადამიანი მხოლოდ 15 დღე ძლებს, მაშინ როდესაც მას საკვების გარეშე შეუძლია 40 დღე იცოცხლოს.

    წყალი ჩვენს ცხოვრებაში სასიცოცხლო როლს თამაშობს, რომელიც შეიცავს შემდეგ ძირითად პუნქტებს:

    • არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას;
    • კანს ხდის ბევრად ელასტიურს და ლამაზს;
    • საგრძნობლად ამაღლებს იმუნური მექანიზმების ეფექტურობას ზურგის ტვინში, სადაც ფორმირდება იმუნური
    • სისტემა (მისი მექანიზმები), კიბოს საწინააღმდეგო ეფექტური მოქმედების ჩათვლით;
    • ამცირებს გულის შეტევისა და ინსულტის განვითარების რისკებს;
    • თერმორეგულაციის საუკეთესო საშუალებაა (იცავს ორგანიზმს გადახურებისგან);

    რასაკვირველია, ყოველ ცოცხალ ორგანიზმს წყალი ერთნაირი რაოდენობით არ სჭირდება, უწყლობაც, სხვადასხვა ორგანიზმს ერთნაირად არ აწუხებს. ჩვეულებრივად ადამიანისთვის საკმარისია დღეში 2 ლიტრი წყალი.

    ხარისხიანი წყლის საჭირო რაოდენობით მიღების შემდეგ, ადამიანს კეთილმოსურნედ ეცვლება განწყობა, უჩნდება ბედნიერი მომავლის იმედი. გემრიელი და სასარგებლო წყალი, „ბინული” კი გაძლევთ ამის შესაძლებლობას. იგი შეიცავს ყველა იმ ქიმიურ ელემენტს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის.

    ]]>
    ბინული და ეკოლოგია http://binuli.ge/2020/06/11/%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%98%e1%83%90/ Thu, 11 Jun 2020 12:22:36 +0000 http://binuli.ge/?p=1961 გარემოს დაცვა გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას, სადაც წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა.

    პოლიეთილენის ბოთლები რომ ბუნების მტერია, ეს მსოფლიომ რამდენიმე წელია გააცნობიერა, რადგან მისი მეორადი გამოყენება ფაქტობრივად არ ხდება და ნაგვის სახით გვევლინება მთელს დედამიწაზე, ეს არა მხოლოდ აბინძურებს გარემოს,  არამედ მათი გადაყრა მდინარეებსა და ტბებში საფრთხეს უქმნის ცოცხალ ორგანიზმებს.

    „ბინულის”ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ბუნებაზე ზრუნვაა, რადგან მის წინაშე სოციალური პასუხისმგებლობა ყველას გვაკისრია

    ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ეკოლოლოგიურად სუფთა გარემოს არსებობაზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ ბინული ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც იყენებს მრავალჯერადი გამოყენების უმაღლესი ხარსისხის წყლის ჭურჭელს, რომლის განახლებასაც უმაღლესი ევროპული სტანდარტების დონეზე ახორციელებს. ამის საშუალებას კი იძლევა წარმოებაში დანერგილი პოლიკარბონატის ერთადერთი ჩამოსასხმელი მოწყობილობა მთელს ამიერკავკასიაში.

    იზრუნო გარემოზე, ნიშნავს იზრუნო მოსახლეობის კეთილდღეობასა და ჯანრთელობაზე!

    ]]>
    ბინული ბავშვებისთვის http://binuli.ge/2020/06/11/%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1/ Thu, 11 Jun 2020 11:52:34 +0000 http://binuli.ge/?p=1954 ბავშვებისათვის წყალი აუცილებელი მკვებავი ნივთიერებაა, რომელიც არ შეიცავს დამატებით (არასასარგებლო ან მავნე) ელემენტებს და იგი საჭიროა სხეულის ნორმალური ფუნქიონირებისათვის

    უკრაინის კოლოიდური ქიმიისა და წყლის ქიმიის ეროვნული აკადემიის მკვლევართა მეცნიერულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელი წყალი ბავშვის ორგანიზმისთვის მავნეა. კვლევის ხელმძღვანელი მშობლებს ურჩევს, რომ პატარებს, რომელთაც მიდრეკილება აქვთ ალერგიული რეაქციებისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემებისადმი, ასეთი წყალი არ დაალევინონ. ჩვენ მათ ვთავაზობთ წყლის უნიკალურ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პოლიკარბონატის მასალის ჭურჭელს.


    გაუწყლოება, იგივე ექსიკოზი, განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს მცირე ასაკის ბავშვებში. ბავშვის ორგანიზმი უფრო მეტ სითხეს შეიცავს, ვიდრე მოზრდილისა და ამიტომ გაუწყლოების მიმართ ის უფრო მგრძნობიარეა. ამის თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია ბავშვს დაალევინოთ სასარგებლო და ხარისხიანი წყალი, რომელიც მდიდარია ბუნებრივი მინარევებით და უნიკალური ქიმიური შემადგნელობით.

    რეკომენდაცია:

    წყლის მოთხოვნილება 1-3 წლამდე ბაშვებშვებში 1 კილოგრამზე დაახლოებით 80-100 მილილიტრს შეადგენს.

    ამჟამინდელი კვლევების შედეგების მიხედვით, ბავშვების უმეტესობა დღის განმავლობაში არ იღებს საკმარისი რაოდენობის წყალს. ხშირად მათ ავიწყდებათ წყლის დალევა, მაშინაც კი, როდესაც უჩნდებათ ამის მოთხოვნილება. ამიტომ აუცილებელია, შევახსენოთ მათ, დღის განმავლობაში ხშირად მიირთვან წყალი, რათა არ მოხდეს მათი სხეულის გაუწყლოება.

    თქვენი პატარას სხეულმა რომ შეძლოს ნორმალური ფუნქციონირება, უნდა მიიღოს საჭირო რაოდენობის სუფთა წყალი და ისეთი სახის საჭმელი, რომელიც ასევე შეიცავს სასარგებლო წყალს. ბავშვის ორგანიზმმა უნდა აინაზღაუროს წყლის ის რაოდენობა , რომელიც დღის განმავლობაში, ოფლის, შარდის გამოყოფის თუ სუნთქვის დროს დაკარგა. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვი ადრეული ასაკიდან მიაჩვიოთ ჯანმრთელი ცხოვრების წესს, რაც გულისხმობს, რომ მან წყალი დალიოს სახლში, სკოლაში და ასევე ნებისმიერ ადგილას, მაშინაც კი, როდესაც მის გვერდზე არ იმყოფებით. გაითვალისწინეთ, წყალი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.

    სასარგებლო წყლის მიღების შემდეგ თქვენი ოჯახის თითოეული წევრი შეძლებს იყოს ჯანმრთელი, ხალისიანი და ლამაზი. ამაში კი ჩვენი ნატურალური, ხარისხიანი და გემრიელი წყალი „ბინული” აუცილებლად დაგემხარებათ.

    ]]>
    სასარგებლო რჩევები http://binuli.ge/2020/06/11/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/ Thu, 11 Jun 2020 11:47:26 +0000 http://binuli.ge/?p=1951 წყალი ყველა სასიცოცხლო პროცესისათვის აუცილებელია: ჟანგბადის მიწოდებით დაწყებული, სხეულის ტემპერატურის რეგულირებით დამთავრებული. თუ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყალს მივიღებთ, ორგანიზმს შევუნარჩუნებთ ჯანმრთელობას, კანს ახალგაზრდულ იერს და თავიდან ავიცილებთ ბევრ დაავადებას

    • ბევრი წყალი არ დალიოთ ფიზიკური დატვირთვის წინ და დატვირთვის პერიოდში;
    • ყოველ დილით უზმოზე ჭიქა წყალი დალიეთ, იგი საჭმლის მონელების პროცესს არეგულირებს;
    • წყლის დალევა აუცილებელია მწარე, მლაშე, ცხარე, ცხიმიანი და მშრალი საკვების მიღებისას;
    • თუ კუჭ-ნაწლავი გაწუხებთ, უმჯობესია, ზამთარსა და ზაფხულში დილა-საღამოს, ჭამის წინ, სვათ თბილი წყალი;
    • წყლის დალევა დილით მყისვე გამოგაფხიზლებთ, საღამოს კი პირიქით, დაგიმშვიდებთ ნერვულ სისტემას;
    • სადილამდე ნახევარი საათით ადრე დალეული წყალი წმენდს კუჭს და მას საკვების ახალი ულუფის მოსანელებლად ამზადებს;
    • თვითმფრინავში, სადაც ჰაერი ისეთივე მშრალია, როგორც უდაბნოში, საათში ერთხელ 1 ჭიქა წყალი უნდა სვათ;
    • სიცხეში შინიდან გასვლის წინ შესვით 1-2 ჭიქა წყალი. ნუ დაეწაფებით წყალს მზისგულზე, ამან შესაძლოა გაძლიერებული ოფლდენა გამოიწვიოს და თვითონვე იქცეს გაუწყლოების მიზეზად;
    • წყლის სმა სიცივეშიც აუცილებელია, ყინვაში ორგანიზმი მეტ ენერგიას წვავს;
    • სხეულის ტემპერატურის მატებისას რეკომენდებულია წყლის უხვად სმა;
    • ჩვეულებრივზე დიდი ოდენობის სითხე სჭირდებათ მეძუძურ დედებს;
    • კოფეინი და ალკოჰოლი გაუწყლოებას იწვევს. ყოველ ფინჯან ყავას და ულუფა ალკოჰოლიან სასმელს წყალი დააყოლეთ.
    ]]>