
- |
ბევრი წყალი არ დალიოთ ფიზიკური დატვირთვის წინ და დატვირთვის პერიოდში;
|
- |
ყოველ დილით უზმოზე ჭიქა წყალი დალიეთ, იგი საჭმლის მონელების პროცესს არეგულირებს; |
- |
წყლის დალევა აუცილებელია მწარე, მლაშე, ცხარე, ცხიმიანი და მშრალი საკვების მიღებისას;
|
- |
თუ კუჭ-ნაწლავი გაწუხებთ, უმჯობესია, ზამთარსა და ზაფხულში დილა-საღამოს, ჭამის წინ, სვათ თბილი წყალი;
|
- |
წყლის დალევა დილით მყისვე გამოგაფხიზლებთ, საღამოს კი პირიქით, დაგიმშვიდებთ ნერვულ სისტემას; |
- |
სადილამდე ნახევარი საათით ადრე დალეული წყალი წმენდს კუჭს და მას საკვების ახალი ულუფის მოსანელებლად ამზადებს; |
- |
თვითმფრინავში, სადაც ჰაერი ისეთივე მშრალია, როგორც უდაბნოში, საათში ერთხელ 1 ჭიქა წყალი უნდა სვათ;
|
- |
სიცხეში შინიდან გასვლის წინ შესვით 1-2 ჭიქა წყალი. ნუ დაეწაფებით წყალს მზისგულზე, ამან შესაძლოა გაძლიერებული ოფლდენა გამოიწვიოს და თვითონვე იქცეს გაუწყლოების მიზეზად; |
- |
წყლის სმა სიცივეშიც აუცილებელია, ყინვაში ორგანიზმი მეტ ენერგიას წვავს;
|
- |
სხეულის ტემპერატურის მატებისას რეკომენდებულია წყლის უხვად სმა;
|
- |
ჩვეულებრივზე დიდი ოდენობის სითხე სჭირდებათ მეძუძურ დედებს; |
- |
კოფეინი და ალკოჰოლი გაუწყლოებას იწვევს. ყოველ ფინჯან ყავას და ულუფა ალკოჰოლიან სასმელს წყალი დააყოლეთ. |
• კატეგორიის ტიპი: ჭურჭელი
• მასალა: უმაღლესი ხარისხის მინა, მუხის თავსახური
• ჭურჭლის ტიპი: მინის სურა
• ბრენდი: „Sagaform“
• მდგომარეობა: ახალი
• მოცულობა: 1ლიტრი
"Sagaform"- მინის სურა, შექმნილია შვედური ელეგანტური დიზაინის მიხედვით. დახვეწილი ფორმის სურა ძალიან პრაქტიკულია. იგი გამოიყენება წყლისა და ღვინისთვის. უახლესი ტექნოლოგიური ხერხით დამზადებული მინის სურა ორიგინალური მუხის თავსახურით წარმოადგენს აქსესუარს, რომელიც თქვენი სახლის თუ ოფისის დიზაინში განსაკუთრებულ სიახლეს შიეტანს.
"Sagaform" მინის სურა შეგიძლიათ შეიძინოთ მხოლოდ 79 ლარად.
აავსე სურა „ბინული“-ს მაცოცხლებელი წყლით და მიირთვი გემრიელად ოფისსა თუ სახლში!!!

