ჩვენს შესახებ სიახლეები თვისებები და მნიშვნელობა კონტაქტი
 
 

სასმელი წყლის შემადგენლობა, თვისებები და მისი მნიშვნელობა ადამიანის სიცოცხლისთვის



წყალი ერთ-ერთი ელემენტია იმ ოთხთაგან (მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი) რისგანაც შედგება სამყარო. ჩვენი პლანეტის თითქმის 2/3 წყალს უჭირავს. რაც შეეხება ადამიანის ორგანიზმში წყლის რაოდენობას, მოზრდილებში იგი აღემატება 60%-ს, ხოლო მოზარდებში – 70%-ს. ამის გამოა, რომ უწყლოდ ადამიანი მხოლოდ 15 დღე ძლებს, მაშინ როდესაც მას საკვების გარეშე შეუძლია 40 დღე იცოცხლოს. წყალი სიცოცხლის აუცილებელი პირობაა, უწყლოდ ხმება მცენარეულობა, კვდება ყოველგვარი სულდგმული.

რასაკვირველია, ყოველ ცოცხალ ორგანიზმს წყალი ერთნაირი რაოდენობით არ სჭირდება, უწყლობაც, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ორგანიზმს ერთნაირად არ აწუხებს. ჩვეულებრივად ადამიანისთვის საკმარისია დღეში 2 ლიტრი წყალი. ეს რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს იმის მიხედვით, თუ როგორია სხეულის დატვირთვის ხარისხი და გარემოს კლიმატური პირობები.

წყალი `ბ ი ნ უ ლ ი~ სრულად შეიცავს ყველა იმ ქიმიურ ელემენტს (რკინა, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, კრემნიუმი, სელენიუმი, მანგანუმი, თუთია, ფოსფორი, სპილენძი, იოდი), რომელიც აუცილებელია ორგანიზმის არსებობისათვის, მისი უნაკლო ფუნქციონირებისათვის.

ხარისხიანი წყლის საჭირო რაოდენობით მიღების შემდეგ, ადამიანს კეთილმოსურნედ ეცვლება გუნება-განწყობილება, უჩნდება ბედნიერი მომავლის იმედი.
გსურთ იყოთ ჯანმრთელნი, გქონდეთ მოხდენილი გარეგნობა და ხალისიანი განწყობა? შეიძინეთ და მოიხმარეთ სასმელი წყალი `ბ ი ნ უ ლ ი~!