TIZIANO BONINI

ყავა ბონინი დაიბადა ტოსკანაში, მისმა მფლობელებმა ყავის მოხალვა მცირე, საოჯახო ტიპის  ბიზნესიდან,  ხელოვნების ნიმუშად აქციეს.

მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ ბონინის პროდუქციას, მისი ხარისხის, ფასისა და მაღალი  სტანდარტების გამო. ყველაფერი ეს ქმნის ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას კლიენტებთან, რომლებიც ყავა ბონინის ირჩევენ სასიამოვნო წუთებისთვის, როგორც იტალიაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

ბონინის ყავის საუცხოო გემოსა და არომატს უზრუნველყოფს ძვირფასი ყავის მარცვლები, რომლებიც ორი, ყველაზე პოპულარული ნარევისაგან მიიღება: არაბიკა და რობუსტა. პირველი მოტკბო და სურნელოვანია, ხოლო მეორე უფრო მდიდარი და ძლიერი.

მოპოვებისა და მოხალვის სხვადასხვა ეტაპების გავლის შემდგომ, იწყება ნამდვილი ხელოვნების ნიმუშის შექმნა. ყავის სომელიეების მიერ ხდება მოხალული მარცვლების შერევა უძველესი რეცეპტების მიხედვით, რომლებიც შემდგომ დიდი ზრუნვით იქნა დახვეწილი. ბონინი ზრუნავს, მის მომხმარებლებზე, ყოველდღიურად იკვლევენ და არჩევენ ყავის საუკეთესო ნარევებს რათა ისინი უზრუნველვყოს მაქსიმალურად სურნელოვანი და ხარისხიანი პროდუქტით.

CLASSICO (კლასიკო): რბილი არომატის მქონე ყავა სურნელის თვალსაზრისით. თუმცა, გამოირჩევა ხავერდოვანი გემოთი. ამ ყავას ახასიათებს ოდნავ მომჟავო, ხილის არომატი, რომელიც ტიპიურია ცენტრალური ამერიკისა და ბრაზილიის არაბიკისათვის, ხოლო მცირე რაოდენობის რობუსტასთან გაერთიანების შედეგად, ყავის არომატი სრულყოფილი და დახვეწილი ხდება.

DECAFFEINATO (დეკაფეინატო): ეს ყავა მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც არ სურს ყავით მიღებულ სიამოვნებაზე უარის თქმა. ნაზავი წარმოადგენს სრულყოფილ ბალანსს გემოსა და სიმსუბუქეს შორის.

FORTE (ფორტე): ძლიერი ნაზავი გამოირჩევა მდიდარი და მდგრადი არომატით. ეს ყავა განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც სურთ დღე ენერგიით შეივსონ. მისი სრული და მდგრადი არომატი ძლიერი სურნელით ხასიათდება, ხოლო კონსისტენცია კრემისებრია, მუქი ყავისფერი შეფერილობით ზედაპირზე. ეს არის ყავა იმ ადამიანებისათვის, ვისაც უყვარს ძლიერი და მდგრადი არომატი.

INTENSO (ინტენსო): მდიდარი და ამავდროულად დაბალანსებული ყავა. იგი აერთიანებს ძალასა და დახვეწილობას. აღნიშნულ ნარევში, რობუსტა, თავისი მოხალული ნოტებით ერწყმის ცენტრალური ამერიკის არაბიკას, რომელიც ზუსტად საჭირო დონემდეა მოხალული და შედეგად იძლევა „ინტენსიური არომატის“ მქონე ყავას.

SETA (სეტა): ნარევი მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ არაბიკას: რბილს და ნაზს. ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის უმაღლესი ხარისხის ყავის გაერთიანების შედეგად მიიღება ნაზავი, რომელიც გამოირჩევა ნუშის სურნელოვანი არომატით. ყავა ღია ყავისფერი შეფერილობით ხასიათდება. გემო გამოირჩევა აშკარად გამოხატული ყვავილოვანი არომატებითა და ნაზი, მომჟაო ნოტებით.

Dolce Gusto (დოლჩე გუსტო) და   Nespresso  (ნესპრესო) თავსებადი კაფსულები

ბონინის კაფსულები შემუშავებულია ყველა მოდელის ყავის აპარატებთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად და წარმოდგენილია სპეციალურ დაცულ შეფუთვაში, რომელიც წარმოადგენს ყავის ხარისხის შენარჩუნების გარანტიას.

იხილეთ  TIZIANO BONINI – ს ყველა პროდუქცია