ჩვენ გთავაზობთ

მომსახურების პირობები

შ.პ.ს.„სუფთა წყალი” გთავაზობთ:

  • მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში წყლის ადგილზე (სახლი, ორგანიზაცია) მიტანას  19 ლიტრიანი ჭურჭლით;
  • წყლის მიტანას საქართველოს ნებისმიერ წერტილში;
  • 19 ლიტრიანი პოლიკარბონატის (polycarbonate), მრავალჯერადი გამოყენების და ასევე პოლიეთილენის (polyethylene  terephthalat), ერთჯერადი გამოყენების  ჭურჭლით   უზრუნველყოფას

კომპანია ერთადერთია საქართველოში, რომელიც წყლის ჭურჭლის განახლებას ახორციელებს ევროპული სტანდარტების დონეზე. ყოველი 5-6 მოხმარების შემდეგ ხდება მისი გადამუშავება. ამის საშუალებას იძლევა კომპანიის მიერ შეძენილი და წარმოებაში დანერგილი პოლიკარბონატის ჭურჭლის ერთადერთი ჩამოსასხმელი მოწყობილობა მთელს ამიერკავკასიაში.

კომპანია “სუფთა წყალი” მომხმარებელს ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში დისპენსერს (ჭიქებში წყლის ჩამოსასხმელი სტაციონარული დანადგარი) სთავაზობს, როგორც უსასყიდლოდ (დროებით სარგებლობაში), ასევე შესყიდვით. დღეისთვის ორგანიზაცია მომხმარებელს აწვდის უახლესი მარკის იმპორტული წარმოების დისპენსერებს, როგორც საოფისე, ისე საოჯახო მოხმარებისთვის.კომპანია სრულ მომსახურებას უწევს მის მიერ დადგმულ დისპენსერებს, საჭირო შემთხვევაში უზრუნველყოფს მათ დროულ შეკეთებას ან შეცვლას, ასევე დეზინფექციურ გამოწმენდას წელიწადში ორჯერ.

დისპენსერი

დღევანდელ პირობებში სასმელი წყლის მოხმარების კომფორტულობა გულისხმობს სათანადო დანადგარის – დისპენსერის გამოყენებას. იგი უზრუნველყოფს სასმელი წყლის საჭირო ტემპერატურის მიღწევას და შენარჩუნებას გარემო პირობებისგან დამოუკიდებლად, ასევე გამორიცხავს სასმელი წყლის კონტაქტს დაბინძურების შესაძლო კერასთან. გთავაზობთ ორ რეჟიმიან (ცივი, ცხელი) და სამ რეჟიმიან (ცივი, ოთახის ტემპერატურა, ცხელი) უახლესი ტექნოლოგიის, წყლის თანამედროვე დისპენსერებს დროებით სარგებლობაში.

დისპენსერის მოხმარების ინსტრუქცია:

  • დადგით სწორ ზედაპირზე კედლიდან 20-25 სანტიმეტრის დაშორებით;
  • იზრუნეთ მიმდებარე არეალის სისუფთავეზე;
  • სასაურველია აპარტი დაიდაგს დენის წყაროსთან ახლოს;
  • მოარიდეთ ბოცა და აპარატი პირდაპირი მზის სხივის ზემოქმედებას;
  • გამორთეთ აპარტი, როდესაც ბოცა დაცარიელდება;
  • ბოცის გამოცვლის შემთხვევაში არ დატოვოთ ავზი თავმოხდილი, ბოცის შეცვლა უნდა განახორციელოთ დაუყონებლივ;
  • ბოცის დადგმიდან 20 წუთის განმავლობაში, აპარტის გამოყენება არასასურველია;
  • რეგულარულად გაწმინდეთ აპარატი გარედან;

დამატებითი პროდუქცია და აქსესუარები

ჩვენ გავითვალისწინეთ არსებული თუ პოტენციური მომხმარებლების სურვილები და სწორედ აქედან გამომდინარე დამატებით გთავაზობთ სხვადასხვა პროდუქტს,რომლის შეკვეთაც “ბინულის” წყალთან ერთად შეგიძლიათ.

ადგილზე მიტანის სერვისი უფასოა!