მომსახურების პირობები

·         სასმელი წყლის დისპენსერი და 19 ლიტრიანი მოცულობის ბოცა საკუთრების უფლებით ეკუთვნის „მიმწოდებელს“ და „მომხმარებელს“ ისინი გადაეცემა დროებით სარგებლობაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

·         იმ შემთხვევაში, თუ „მომხმარებელი“ გადაწყვეტს შეიძინოს „მიმწოდებლისაგან“ წყლის დისპენსერი, აღნიშნული ქონება გადავა „მომხმარებლის“ საკუთრებაში.

·         მომხმარებელი ვალდებულია შეიძინოს თვის განმავლობაში მინიმუმ 5 (ხუთი) ბოცა წყალი, თითოეული დისპენსერზე დაანგარიშებით.

·         „მომხმარებელი“ ვალდებულია გაუფრთხილდეს, დაიცვას მექანიკური დაზიანებისაგან და განადგურებისაგან მის დროებით სარგებლობაში არსებული ქონება და არ დაუშვას დისპენსერის და ბოცის გამოყენება  „ბინულის“ მარკის წყლის გარდა სხვა სახის სითხისათვის.

·         „მომხმარებლის“ მიზეზით ქონების მექანიკური დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში, იგი უნაზღაურებს „მიმწოდებელს“ თითოეულ სასმელი წყლის დისპენსერისათვის – 380 (სამასოთხმოცი) ლარს, ხოლო თითოეული 19 ლიტრიანი ბოცისათვის – 30 (ოცდაათ) ლარს.

·         “მიმწოდებელი“ იძლევა გარანტიას, რომ მიწოდებული პროდუქციის ხარისხი შეესაბამება საქართველოში მოქმედ სანიტარულ ნორმებს და სტანდარტებს.

·         „მიმწოდებელი“ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს პროდუქციის მიწოდებას „მომხმარებლის“ მიერ მითითებულ მისამართზე ეტაპობრივად, „მომხმარებლის“ მიერ წერილობითი, ან სატელეფონო მოთხოვნის შესაბამისად.

·         „მიმწოდებელი“ ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 საათისგანმავლობაში განათავსოს „მომხმარებლის“ მისამართზე მოთხოვნილი რაოდენობის 19 ლიტრიანი „ბინულის“ მარკის წყლით სავსე ბოცა და სასმელი წყლის დისპენსერი, რაზედაც შესაბამისად ფორმდება სასაქონლო ზედნადების ან/და მიღება-ჩაბარების აქტი.