ჩვენ შესახებ

ისტორია

შ.პ.ს.„სუფთა წყალი” დაარსდა 2006 წელს.კომპანიამ მოკლე პერიოდის განმავლობაში შეძლო წამყვანი პოზიციის დაკავება საქართველოს ბაზარზე.

კომპანია „სუფთა წყალი” აწარმოებს „ბინული”-ს მარკის უგემრიელეს, სუფთა, მტკნარ, სასმელ წყალს, რომლის ჩამოსხმა ამჟამად ხორციელდება 19 ლიტრი ტევადობის ბოცებში.

ჩვენ, როგორც გამოცდილი კომპანია,  ვაფასებთ პატიოსნებას, გუნდურ მუშაობას, კრეატიულ აზროვნებას და პროფესიონალიზმს. კომპანია მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებლებზე და პარტნიორებზე.
ჩვენი მიზანია საუკეთესო ხარისხით და სასარგებლო თვისებებით გაჯერებული სასმელი წყალი „ბინული” მივაწოდოთ მოსახლეობას და ამით ხელი შევუწყოთ საზოგადოების კეთილდღეობას და ჯანმრთელობას. კომპანიისთვის „სუფთა წყალი“  ხარისხი ნიშნავს უფრო მეტს…

სასმელი წყალი ბინული

სასმელი წყალი “ბინული”, მოიპოვება სოფელ ნატახტრის მიდამოებში. ეს ადგილი კავკასიონის 4-5 ათასი მეტრის სიმაღლის მთებიდან ნაჟური გრუნტის წყლების შემკრებია, რომელიც თავისი უნიკალური თვისებებით გამოირჩევა და იგი ძალიან მდიდარია ბუნებრივი არტეზიული წყლებით. წყლის ამოღება ხდება 100 მეტრის სიღრმიდან.იმისათვის, რომ გამოირიცხოს სასმელ წყალში ზედაპირული გრუნტის წყლების მოხვედრის საშიშროება, ჭაბურღილი 60 მეტრის სიღრმემდეა ჩაბეტონებული

„ბინული”-ს მოპოვება და ჩამოსხმა ხდება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ურთულესი ტექნოლოგიის გამოყენებით: საწარმოში დამონტაჟებულია უახლესი, საუკეთესო მოდელის ფილტრები, ხოლო სასმელ წყალში არასასურველი ბაქტერიების მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება ფილტრაციის მრავალსაფეხურიანი ეტაპები.
გაითვალისწინეთ, რომ ყოველი ჩამოსხმის წინ ხორცილედება წყლის ჩამომსხმელი მილების ქიმიურ-დეზიფენქციური გამორეცხვა.

„ბინული”-ს მარკის სასმელი წყლის წარმოებაში და მის მომსახურებაზე დასაქმებულია მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელთა უმრავლესობამ გადამზადება გაიარა ევროპისა და აზიის გამოცდილ ორგანიზაციებში. საწარმოში დაცულია უმკაცრესი სანიტარული ნორმები, რაც აგრეთვე გარანტიაა იმისა, რომ „ბინული” საუკეთესო ხარისხის წყალია.

ჩვენი პროდუქცია

„ბინული”-ს ჩამოსხმა ხდება 19 ლიტრიან ჭურჭელში.

პროდუქტის ხარისხი

კომპანია „სუფთა წყალი” რეგულარულად ატარებს წყლის ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ ანალიზებს, ასევე წყლის ხარისხი კონტროლდება გარე ანალიზებით, კონტრაქტორ კომპანიებთან.

კომპანია “სუფთა წყალი” 2012 წელს გახდა გამარჯვებული “ოქროს კატეგორიაში” საერთაშორისო ორგანიზაცია B. I. D.-ის კვლევების მიხედვით, რომლის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა ლონდონში, 2013 წლის ნოემბერში.

კომპანია “სუფთა წყალი”  სერთიფიცირებულია:

2014 წლიდან ISO 9001:2008 სტანდარტის მიხედვით;

2015 წლიდან HACCP სისტემის მიხედვით;

2016 წლიდან ISO 22000:2005 სტანდარტის მიხედვით;

ISO 22000:2005

ISO 22000:2005

ISO 9001:2008

ISO 9001:2008

HACCP

HACCP