ბავშვებისათვის წყალი აუცილებელი მკვებავი ნივთიერებაა, რომელიც არ შეიცავს დამატებით (არასასარგებლო ან მავნე) ელემენტებს და იგი საჭიროა სხეულის ნორმალური ფუნქიონირებისათვის
უკრაინის კოლოიდური ქიმიისა და წყლის ქიმიის ეროვნული აკადემიის მკვლევართა მეცნიერულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელი წყალი ბავშვის ორგანიზმისთვის მავნეა. კვლევის ხელმძღვანელი მშობლებს ურჩევს, რომ პატარებს, რომელთაც მიდრეკილება აქვთ ალერგიული რეაქციებისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემებისადმი, ასეთი წყალი არ დაალევინონ. ჩვენ მათ ვთავაზობთ წყლის უნიკალურ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პოლიკარბონატის მასალის ჭურჭელს.
გაუწყლოება, იგივე ექსიკოზი, განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს მცირე ასაკის ბავშვებში. ბავშვის ორგანიზმი უფრო მეტ სითხეს შეიცავს, ვიდრე მოზრდილისა და ამიტომ გაუწყლოების მიმართ ის უფრო მგრძნობიარეა. ამის თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია ბავშვს დაალევინოთ სასარგებლო და ხარისხიანი წყალი, რომელიც მდიდარია ბუნებრივი მინარევებით და უნიკალური ქიმიური შემადგნელობით.
რეკომენდაცია:
წყლის მოთხოვნილება 1-3 წლამდე ბაშვებშვებში 1 კილოგრამზე დაახლოებით 80-100 მილილიტრს შეადგენს.
ამჟამინდელი კვლევების შედეგების მიხედვით, ბავშვების უმეტესობა დღის განმავლობაში არ იღებს საკმარისი რაოდენობის წყალს. ხშირად მათ ავიწყდებათ წყლის დალევა, მაშინაც კი, როდესაც უჩნდებათ ამის მოთხოვნილება. ამიტომ აუცილებელია, შევახსენოთ მათ, დღის განმავლობაში ხშირად მიირთვან წყალი, რათა არ მოხდეს მათი სხეულის გაუწყლოება.
თქვენი პატარას სხეულმა რომ შეძლოს ნორმალური ფუნქციონირება, უნდა მიიღოს საჭირო რაოდენობის სუფთა წყალი და ისეთი სახის საჭმელი, რომელიც ასევე შეიცავს სასარგებლო წყალს. ბავშვის ორგანიზმმა უნდა აინაზღაუროს წყლის ის რაოდენობა , რომელიც დღის განმავლობაში, ოფლის, შარდის გამოყოფის თუ სუნთქვის დროს დაკარგა. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვი ადრეული ასაკიდან მიაჩვიოთ ჯანმრთელი ცხოვრების წესს, რაც გულისხმობს, რომ მან წყალი დალიოს სახლში, სკოლაში და ასევე ნებისმიერ ადგილას, მაშინაც კი, როდესაც მის გვერდზე არ იმყოფებით. გაითვალისწინეთ, წყალი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.
სასარგებლო წყლის მიღების შემდეგ თქვენი ოჯახის თითოეული წევრი შეძლებს იყოს ჯანმრთელი, ხალისიანი და ლამაზი. ამაში კი ჩვენი ნატურალური, ხარისხიანი და გემრიელი წყალი „ბინული” აუცილებლად დაგემხარებათ.