გარემოს დაცვა გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას, სადაც წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა.
პოლიეთილენის ბოთლები რომ ბუნების მტერია, ეს მსოფლიომ რამდენიმე წელია გააცნობიერა, რადგან მისი მეორადი გამოყენება ფაქტობრივად არ ხდება და ნაგვის სახით გვევლინება მთელს დედამიწაზე, ეს არა მხოლოდ აბინძურებს გარემოს, არამედ მათი გადაყრა მდინარეებსა და ტბებში საფრთხეს უქმნის ცოცხალ ორგანიზმებს.
„ბინულის”ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ბუნებაზე ზრუნვაა, რადგან მის წინაშე სოციალური პასუხისმგებლობა ყველას გვაკისრია
ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ეკოლოლოგიურად სუფთა გარემოს არსებობაზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ ბინული ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც იყენებს მრავალჯერადი გამოყენების უმაღლესი ხარსისხის წყლის ჭურჭელს, რომლის განახლებასაც უმაღლესი ევროპული სტანდარტების დონეზე ახორციელებს. ამის საშუალებას კი იძლევა წარმოებაში დანერგილი პოლიკარბონატის ერთადერთი ჩამოსასხმელი მოწყობილობა მთელს ამიერკავკასიაში.
იზრუნო გარემოზე, ნიშნავს იზრუნო მოსახლეობის კეთილდღეობასა და ჯანრთელობაზე!