წყალი ერთ-ერთი ელემენტია იმ ოთხთაგან (მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი), რისგანაც შედგება სამყარო. ჩვენი პლანეტის თითქმის 2/3 წყალს უჭირავს. რაც შეეხება ადამიანის ორგანიზმში წყლის რაოდენობას, მოზრდილებში იგი აღემატება 60%-ს, ხოლო მოზარდებში – 70%-ს. ამის გამოა, რომ უწყლოდ ადამიანი მხოლოდ 15 დღე ძლებს, მაშინ როდესაც მას საკვების გარეშე შეუძლია 40 დღე იცოცხლოს.
წყალი ჩვენს ცხოვრებაში სასიცოცხლო როლს თამაშობს, რომელიც შეიცავს შემდეგ ძირითად პუნქტებს:
- არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას;
- კანს ხდის ბევრად ელასტიურს და ლამაზს;
- საგრძნობლად ამაღლებს იმუნური მექანიზმების ეფექტურობას ზურგის ტვინში, სადაც ფორმირდება იმუნური
- სისტემა (მისი მექანიზმები), კიბოს საწინააღმდეგო ეფექტური მოქმედების ჩათვლით;
- ამცირებს გულის შეტევისა და ინსულტის განვითარების რისკებს;
- თერმორეგულაციის საუკეთესო საშუალებაა (იცავს ორგანიზმს გადახურებისგან);
რასაკვირველია, ყოველ ცოცხალ ორგანიზმს წყალი ერთნაირი რაოდენობით არ სჭირდება, უწყლობაც, სხვადასხვა ორგანიზმს ერთნაირად არ აწუხებს. ჩვეულებრივად ადამიანისთვის საკმარისია დღეში 2 ლიტრი წყალი.
ხარისხიანი წყლის საჭირო რაოდენობით მიღების შემდეგ, ადამიანს კეთილმოსურნედ ეცვლება განწყობა, უჩნდება ბედნიერი მომავლის იმედი. გემრიელი და სასარგებლო წყალი, „ბინული” კი გაძლევთ ამის შესაძლებლობას. იგი შეიცავს ყველა იმ ქიმიურ ელემენტს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის.